მარტი 17, 2023 11:46

მცხეთაში ComCom-ის მიერ გადამზადებული 20-ზე მეტი პედაგოგი სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს შეასწავლის

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, მცხეთაში 20-ზე მეტი პედაგოგი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა გადაამზადა. პედაგოგები შეხვედრაზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, მე-10 კლასელებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან. საგნის არჩევის შემთხვევაში, მოსწავლეები 1 სემესტრის განმავლობაში  მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები