- 2025
- 2024
- 2023
- 2022
- 2021
- 2020
- 2019
- 2018
- 2017
- 2016
- 2015
- 2014
- 2013
- 2012
- January
- February
- March
- April
- May
- June
- July
- August
- September
- October
- November
- December


ComCom-მა „ობიექტივი“ ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ ფიზიკური პირი ლ. მამფორიას საჩივრის საფუძველზე „ობიექტივი“ ეთერში ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. კერძოდ, მაუწყებელმა ლ. მამფორიას შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტის დაცვის გარეშე და ფაქტად გააშუქა ინფორმაცია, რომელიც მიღებული იყო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, მაყურებელს მკაფიოდ არ მიუთითა წყაროს ანონიმურობის შესახებ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის...
მეტის ნახვა
ComCom-მა პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის „რუსთავი 2“ და „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის „რუსთავი 2“ (მედია ჰოლდინგი) და „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად, მაუწყებლების ეთერში პროდუქტის განთავსების წესების ისეთი დარღვევები გამოვლინდა, როგორებიცაა პროდუქტის განთავსებით გადაცემის შინაარსზე გავლენის მოხდენა და პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. ასევე, „ფორმულას“ მიერ პროგრამაში პროდუქტის განთავსების...
მეტის ნახვა
ComCom-მა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან...

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 11-12 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან საეთერო მაუწყებლობისა და მობილური სერვისების კოორდინაციის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ციფრული ტელევიზიის, VHF/FM-ის და ციფრული რადიო მაუწყებლობის, ასევე სახმელეთო მობილური სერვისების საკითხები განიხილებოდა. ამასთან, წარმოდგენილი იყო მაუწყებლობის სერვისების ერთობლივი რადიომონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც...
მეტის ნახვა
ComCom-მა ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ...

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებმა თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრებზე განხილული იყო ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის,...
მეტის ნახვა
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. კონკურსები გამოცხადდა ექვსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონის დაფარვის მიზნით, რომლებსაც თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე, ზემო სვანეთი და გურია წარმოადგენენ.
ქალაქ თბილისში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადება შპს „ახალმა რადიომ“ მოითხოვა. დანარჩენ...
მეტის ნახვა