„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2025 16:19
მიღების თარიღი მარტი 20, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №1
2025 წლის 20 მარტი ქ. თბილისი
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის
№1 დადგენილებაში (შემდგომში – დადგენილება) (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის
მარეგულირებელი წესების“ (დანართი №1):
ა) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს კომისიისთვის წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა. ამ შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს ინფორმაციის საიდუმლოების თაობაზე.“;
ბ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაგზავნის, გამოქვეყნების და შეტყობინებების ჩაბარების წესი
1. კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის ვებგვერდზე. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, თუ ამავე გადაწყვეტილებით, კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა რამე არ არის განსაზღვრული.
2. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოქვეყნდეს. კომისიის დახურული სხდომის ოქმი საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდგომ საჯაროა.
3. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილება ქვეყნდება „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
4. ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერების, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.
6. კომისიის შეტყობინება ასევე შეიძლება გაიგზავნოს ტელეფონოგრამის მეშვეობით. ტელეფონოგრამის თაობაზე დგება შესაბამისი აქტი.
7. დამტარებლის მეშვეობით გაგზავნილი დოკუმენტაცია პირადად უნდა გადაეცეს შესაბამის პირს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მის საცხოვრებელ ან სამუშაო მისამართზე სხვა სრულწლოვან პირს და ჩაბარებულად ითვლება გადაცემის მომენტიდან.
8. კორესპოდენციის მატერიალური საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით მხარისთვის გადაცემიდან.
9. კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც.
10. ტელეფონოგრამით გაგზავნის შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება შესაბამისი სატელეფონო კომუნიკაციის დასრულებისთანავე.
11. კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებებით ჩაუბარებლების შემთხვევაში, იმავე ან მომდევნო სხდომაზე მოწვევის შესახებ შეტყობინება ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩაბარებულად ითვლება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების და კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევის საქმეებზე კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის დაინტერესებული პირისთვის გაგზავნა და გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) მე-18 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდზე – www.comcom.ge).“;
გ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომისიის მისამართი, ელექტრონული ფოსტისა და სოციალურ ქსელებში კომისიის ოფიციალური გვერდების მისამართები, კომისიის წევრებისა და კომისიის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია (სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);“;
დ) 183 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისთვის, გარდა სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.“;
ე) მე-19 მუხლის:
ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიისთვის ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ წარდგენილი ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა.“;
ე.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია აღირიცხება ცალკე ჟურნალში და ინახება საამისოდ გამოყოფილ საცავში.“;
ე.დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს:
ე.ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კომერციულ საიდუმლოებაზე დაშვება აქვთ კომისიის წევრებს და კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ კომისიის სხვა თანამშრომლებს.“;
ვ) 29-ე მუხლის:
ვ.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. რადიოსიხშირის მინიჭება ხდება რადიოსიხშირის მაძიებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, რომელშიც უნდა აღნიშნოს:
ა) რადიოსიხშირის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) რადიოსიხშირე, რომლის მიღებასაც მოითხოვს რადიოსიხშირის მაძიებელი;
გ) რადიოსიხშირის მინიჭების შემთხვევაში განსახორციელებელი საქმიანობის სრული აღწერილობა, ტექნიკური პარამეტრების მითითებით;
დ) სამოქმედო ზონა;
ე) გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები;
ვ) სავარაუდო მუშა რადიოსიხშირე, რადიოსიხშირული ზოლი; ზ) გამოსასხივებელი ეფექტური სიმძლავრე;
თ) ანტენის ტიპი, გასხივების დიაგრამა;
ი) ანტენის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები; კ) ანტენის განთავსების სიმაღლე;
ლ) რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის ვადა;
მ) ინფორმაცია კომისიის ბიუჯეტში რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის.“;
ვ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ სიხშირის მინიჭების მიზნით ხელახლა მიმართვის შემთხვევაში, რადიოსიხშირის მაძიებლის მიერ განცხადებაში უნდა აღინიშნოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემები, თუ თავდაპირველ განცხადებაში მითითებული სხვა ფაქტობრივი მონაცემები რჩება უცვლელი.“;
ვ.გ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს:
ვ.დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. განცხადების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია რადიოსიხშირის მაძიებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში რადიოსიხშირული რესურსის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“;
ვ.ე) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს:
ვ.ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. კომისია გადაწყვეტილებას რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს რადიოსიხშირული რესურსის მაძიებლის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით ან რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ სიხშირის მინიჭების მიზნით ხელახლა მიმართვის შემთხვევაში, 91 პუნქტით დადგენილი წესით სრულყოფილად შევსებული განცხადების წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში.“;
ზ) 291 მუხლი ამოღებულ იქნეს. თ) 32-ე მუხლის:
თ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რადიოსიხშირის მინიჭების უწყებრივ რეესტრში კომისია ატარებს მინიჭებულ რადიოსიხშირეებსა და იმ პირებს, რომლებსაც მიენიჭათ რადიოსიხშირეები.“;
თ.ბ.) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
თ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიის მიერ წარმოებულ უწყებრივ რეესტრებში არ შეიტანება ინფორმაცია, რომელიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მიეკუთვნება სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლო ინფორმაციას.“;
ი) 36-ე მუხლის:
ი.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
ა) კომისიის სრულ დასახელებასა და იურიდიულ მისამართს; ბ) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს;
გ) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას;
დ) მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.”;
ი.ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე თანმხლები წერილით ეცნობება პირს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.“;
ი.გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. დამრღვევის მიერ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიურო კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (დანართი №1.6) საფუძველზე.“;
კ) 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენა, ოქმი უნდა შედგეს კომისიის მიერ დადგენილი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:
ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი;
ბ) მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;
ე) მოწმეთა და დაზარალებულთა (მათი არსებობის შემთხვევაში) სახელები, გვარები, პირადი ნომრები, მისამართები;
ვ) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
ზ) ნებისმიერი ცნობა ან მითითება ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქმის გადასაწყვეტად საჭიროდ მიიჩნევს;
თ) ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ი) სამართალდამრღვევის უფლებებისა და მოვალეობების ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ: „პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა- განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“;
კ) ოქმის შემდგენლისა და სამართალდამრღვევის (ან მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მოწმეთა და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ხელმოწერები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, შემდგენელმა ოქმში სათანადო ჩანაწერი უნდა გააკეთოს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.“;
ლ) 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება კომისიის მიერ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადებში. კომისიის აპარატის უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ მხარეებს (ოქმში დამრღვევად, დაზარალებულად და მოწმედ დასახელებულ პირებს) უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქმის განხილვის დრო და ადგილი.“;
მ) 41-ე მუხლის:
მ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს: მ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ნ) 42-ე მუხლი ამოღებულ იქნეს:
ო) 515 მუხლის:
ო.ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ო.ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის ასლი, რომლის რეზიდენტიც არის იგი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მისამართი, სადაც განთავსებული იქნება სამოყვარულო რადიოსადგური და რადიომოყვარულის საქართველოში არსებული ფაქტობრივი მისამართი;“;
პ) დანართი № 1.7 ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ (დანართი №2):
ა) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ კომისიას წარედგინა საჩივარი, რომლის განხილვაც განეკუთვნება სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან/და ეკონომიკის სხვა რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარე ამ საჩივარს 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს და საჭიროების შემთხვევაში, ასევე, ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს.“;
ბ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სასამართლო წარმოებაშია საქმე, რომელიც ეხება დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით, ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;“;
გ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ადგილზე შემოწმებაში მესამე პირების მონაწილეობა
1. ადგილზე შემოწმების პროცესის ჯეროვნად წარმართვის მიზნით პროცესში შეიძლება ჩაერთოს შესაბამისი დარგის ექსპერტი.
2. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციო- ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.“;
დ) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 10%-ს.“;
ე) 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.“;
ვ) 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიისათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს.
2. იმ პირის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის არსებული ერთობლივი შემოსავალი.“;
ზ) 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. ერთობლივი შემოსავლის გამოთვლა
1. ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს შეტყობინების წინა ფინანსური წლის განმავლობაში კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამურ ერთობლივ შემოსავალს.
2. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა, ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამური ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი ბრუნვა, შესაბამისი ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების საფუძველზე.
3. კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ერთეულების ერთობლივი შემოსავალი:
ა) კონცენტრაციაში მონაწილე პირი;
ბ) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოები;
გ) საწარმოები, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილე პირთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ.
4. კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება ამ პირთა მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი.“;
თ) 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სრულყოფილი შეტყობინების შემოსვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია კანონის რეგულირების სფეროში და მისი კომპეტენციის ფარგლებში, რის თაობაზეც აცნობებს შეტყობინების წარმომდგენ პირ(ებ)ს.“;
ი) 54-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიისათვის კონცენტრაციის შეტყობინების წარუდგენლობის, კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების ან/და შეტყობინების განხილვის ვადის ამოწურვამდე ან კომისიის მიერ დასკვნის გაცემამდე კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5 პროცენტს.“;
კ) დანართი №2.3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2.3
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარსადგენი შეტყობინების ფორმა შეტყობინება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციის თაობაზე
1. ზოგადი მონაცემები |
მონაწილე სუბიექტები |
ა) ეკონომიკური აგენტის სახელწოდება/პირის სახელი, გვარი; ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი; გ) იურიდიული მისამართი; დ) საქმიანობის სფერო; ე) საკონტაქტო პირი და მისი საკონტაქტო მონაცემები (ელ.ფოსტა, ტელეფონი). |
1. |
2. |
3. |
4. |
2. ზოგადი ინფორმაცია კონცენტრაციის შესახებ
კონცენტრაციის ფორმა
კონცენტრაციის მიზანი
3. მონაწილე სუბიექტთა მახასიათებლები
ა) კონცენტრაციის მონაწილე მხარეების წილის მფლობელები;
ბ) მონაწილე მხარეების ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტები;
გ) „ა“ და „ბ“ პუნქტებში აღნიშნული მონაცემების ამსახველი სქემა/დიაგრამა დანართის სახით (მიუთითეთ დანართის ნომერი);
დ) მიუთითეთ თქვენ მიერ აღნიშნული ეკონომიკური აგენტებიდან, რომლებიც საქმიანობენ გაცხადებული კონცენტრაციის შესაბამის ბაზარზე;
ე) მიუთითეთ დანართის სახით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თქვენ მიერ შეძენილი წილები „დ“ პუნქტში მითითებულ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისაგან;
ვ) მიუთითეთ შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის განმავლობაში კონცენტრაციის თითოეული მხარის ბრუნვის მოცულობა:
„ვ.1“ ქვეყნის შიდა ბაზარზე
„ვ.2.“ საერთაშორისო ბაზარზე (შიდა ბაზრის ჩათვლით)
შენიშვნა: თუ პირის სამეწარმეო საქმიანობა მიმდინარე წელს დაწყებულია, მაშინ მიეთითება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის არსებული ერთობლივი შემოსავალი.
1. |
2. |
3. |
4. |
5. |
4. კონცენტრაციის დეტალური აღწერა
მიუთითეთ
დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისი ბაზარი (შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული და დროითი ჩარჩო);
მეთოდი, რომლითაც იხელმძღვანელეთ შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას;
რა მიზნით ხორციელდება აღნიშნული კონცენტრაცია და რას გეგმავს კონცენტრაციის შემდეგ შესაბამისი სუბიექტი
(მისი უახლოესი 24 თვის ეკონომიკური და ბიზნესგეგმები);
რა შედეგებს მოიტანს კონცენტრაცია ბაზარზე;
კონცენტრაციის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენების შესახებ ინფორმაცია;
გაქვთ თუ არა რაიმე სახის იურიდიული და ეკონომიკური კვლევა, რომელიც შეიძლება იძლეოდეს კვალიფიციურ
პასუხს ზემოაღნიშნულ შეკითხვებზე (კვლევის შემთხვევაში დაურთეთ იგი შეტყობინებას დანართის სახით);
მინიმუმ სამი საკითხი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტაზე და
რაზეც უნდა იქნეს თქვენი აზრით კომისიის მიერ ყურადღება გამახვილებული.
5. დამატებითი შენიშვნები
(მიუთითეთ ზემოთ აღნიშნული მონაცემების გარდა თქვენს ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია ან შენიშვნა, რომელიც, თქვენი აზრით, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს გადაწყვეტილების მიღებისას)
ვადასტურებთ, რომ შეტყობინებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩვენთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
კონცენტრაციის მონაწილე პირების წარმომადგენლების ხელმოწერა:
1. ----------------
2. ----------------
3. ----------------
4. ----------------
5. ----------------
შეტყობინების შემომტანი პირის ხელმოწერა: თარიღი: “.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის წევრი ივანე მახარაძე
კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური