წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-25-17 / 148

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2025 14:53

მიღების თარიღი აპრილი 03, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში  „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2025 წლის 03 აპრილის №12 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 03 აპრილის №12 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 2 აპრილის Nგ-20-15/380 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) უცხოური საწარმოს ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალის“ განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული  დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს „თრანსქონექთის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 03 აპრილის №12 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების       შესრულებაზე.

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №12 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 03 აპრილი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.შპს „ვიქტორია სექიურითისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.რადიომოყვარულ ომარ ოდოშაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.შპს  „ლაგისთვის“  მობილური  საკომუნიკაციო  ოპერატორის  ქსელის  კოდის  (MNC)  მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.შპს „პოვერნეტის“ (ს/კ400157557) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2020  წლის  2  აპრილის  Nგ-20-15/380 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.უცხოური  საწარმოს  ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.შპს „თრანსქონექთის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11.შპს „სკაინეტ“-ის (ს/კ 404415343) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

12.შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. გიორგი გოგლიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

13.შპს „სფეროტვ“-ს მიმართ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

14.შპს „ვიჯიეს ლაინის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

15.შპს  „ნეტლინკის“  მიერ საქართველოს კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

16.  შპს „ორიჯეს“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

17.შპს „ვიჯიესნეტის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

18.შპს  „ეკლეკტიკის“  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

19.შპს „ტელკომ ნეთვორქსის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

20.შპს „მეტინეტის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

21.შპს „მარტვ-ნეტ“-ის მიერ საქართველოს  კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

22.შპს „ონეტ +“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები