წვდომის მენიუ

შპს „ვიჯიესნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 165

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2025 17:02

მიღების თარიღი აპრილი 03, 2025

შპს „ვიჯიესნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ვიჯიესნეტი“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი:  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; თარიღი: 06.03.2025).

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 3 აპრილი

I. აღწერილობითი ნაწილი

1.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის  „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“  2025 წლის  5 მარტის SSG 9 25  00049192 წერილის  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; თარიღი: 06.03.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიაში (შემდგომში  „კომისია“) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვიჯიესნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და  21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის“ დარღვევის გამო.

2.სახელმწიფო უსაფრთხოების   სამსახურის   საჯარო   სამართლის იურიდიული პირის  „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; თარიღი: 06.03.2025) წერილით კომისიისთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია იმ ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართ სააგენტოს არ განუხორციელებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19   მუხლის    21 პუნქტის   „ე“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. მათ შორის, ერთ-ერთი ავტორიზებული პირი იყო შპს „ვიჯიესნეტი“.

3.    სახელმწიფო   უსაფრთხოების   სამსახურის   საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის  „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ წერილის მიხედვით, სააგენტომ მომართა კომისიას  ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით თუ რამდენად ახორციელებს შპს „ვიჯიესნეტი“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, ითხოვა კომისიამ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

4.    შპს „ვიჯიესნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 3 აპრილს 15:00 საათზე, რის თაობაზეც ავტორიზებულ პირს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/670; თარიღი: 31.03.2025). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. კომისიის 2025 წლის 3 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „ვიჯიესნეტის“ წარმომადგენელი.

2. მარეგულირებელი კანონმდებლობა

5.    „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19   მუხლის   მე-2   პუნქტის   „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

6.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60 “ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება.

7.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  81   მუხლის  მე-3  პუნქტის  მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.

8.    „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   83  მუხლის   პირველი  პუნქტის თანახმად,  უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

9.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.

10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21  პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ- ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

12. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

13. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

14. სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; 06.03.2025) წერილი;

15.  კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-588; 17.03.2025);

16. კომისიის   აპარატის   კონკურენციის   ხელშეწყობისა  და  ბაზრის   რეგულირების   დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-608; 19.03.2025) დანართით;

17.  კომისიის 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/670; 31.03.2025) და მისი შპს „ვიჯიესნეტისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

18. მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირების  რეესტრიდან  და  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ვიჯიესნეტის“ შესახებ მონაცემები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

19.  შპს „ვიჯიესნეტი“ (ს/ნ: 405593228) არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 09.02.2023; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.2.1 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.3.2 პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა); ინტერნეტმომსახურება: B.F.2.6 WiFi).

მტკიცებულება: მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

20.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება. შპს „ვიჯიესნეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული არ აქვს.

მტკიცებულება:    სახელმწიფო    უსაფრთხოების    სამსახურის    საჯარო    სამართლის იურიდიული  პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; 06.03.2025) წერილი;

21.  შპს ვიჯიესნეტს“ არ მიუმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის განსაზღვრის მიზნით და ამის შესახებ არ მიუწოდებია ინფორმაცია კომისიისთვის.

მტკიცებულება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული  პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909; 06.03.2025) წერილი;

22.  შპს „ვიჯიესნეტი“ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ პრაქტიკულ საქმიანობას, კერძოდ, მას ჰყავს აბონენტები და აქვს შემოსავალი ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებიდან;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-608; 19.03.2025) დანართით; 

23. შპს „ვიჯიესნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები შპს „ვიჯიესნეტის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

3. სამართლებრივი შეფასება

24. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ვიჯიესნეტი“ როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

25.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.   ვინაიდან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება, შპს „ვიჯიესნეტი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

26. შპს  „ვიჯიესნეტს“  არ  მიუმართავს  სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის  სსიპ  „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური  სააგენტოსთვის“  საქართველოს  სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების   ტექნიკური   შესაძლებლობების   სააგენტოს   ნორმატიული  აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან  შესაბამობის  განსაზღვრის  მიზნით,  არ  მიუწოდებია  ინფორმაცია კომისიისთვის  და  არ შეუსრულებია  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

27.  შპს „ვიჯიესნეტის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-20, 21-ე და 26-ე პარაგრაფებში მითითებული ქმედების ჩადენით, ავტორიზებული პირის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

28. შპს „ვიჯიესნეტის“ მიმართ მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისთვის არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე ბოლო ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ზემოთ მითითებული სამართალდარღვევის ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ჩადენისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ვიჯიესნეტს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

29.  ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულება და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“  ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტის, 81 მუხლის მე-3 პუნქტის, 8 3 მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-4, მე-6 და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გაწყვიტა:

1. შპს „ვიჯიესნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „ვიჯიესნეტმა“ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ვიჯიესნეტისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.     დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ბ.     გასვიანი)     გადაწყვეტილების    შპს „ვიჯიესნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ვიჯიესნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები