წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის Nგ-24-22/607 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-25-19 / 145

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2025 12:44

მიღების თარიღი მარტი 27, 2025

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის Nგ-24-22/607 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მიერ „მაუწყებლობის    შესახებ”  და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული, ლიცენზიის  ან/და  ნებართვის მფლობელი პირების მხრიდან   კანონის მოთხოვნების,  სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს ორგანული  კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36- ე მუხლების შესაბამისად, 2024 წლის 26 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება Nგ-24-22/607 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული გადაწყვეტილების  მიღების შემდგომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფში გაჩნდა საჭიროება დამატებით ერთ თანამშრომელს  განესაზღვროს მონიტორინგის  ჩატარების უფლებამოსილება. ამდენად, შემოწმების ჩატარების  უფლებამოსილ  პირთა  ნუსხაში  კომისიის აპარატის თანამშრომლის დამატების  მიზნით  კომისიის 2024 წლის  26 დეკემბრის Nგ-24-22/607 გადაწყვეტილებაში უნდა  შევიდეს ცვლილება  და გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის Nგ-24-22/607 გადაწყვეტილებაში და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:

ა) მარიამ აროშიძე - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი;

ბ) ზურაბ კვირკველია - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;

გ)  იოსებ ბაღაშვილი – კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;

დ) თინათინ  ჭაჭუკაშვილი - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ე) გიორგი წიკლაური - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტი;

ვ) გიორგი ხუნდაძე - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;

ზ) ნათია დევდარიანი – კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო–საბიუჯეტო ჯგუფის უფროსი;

თ) გიორგი წიკლაური – კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის მთავარი ინჟინერი;

ი)  მიხეილ  ჯღამაძე  –  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის  დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის უფროსი;

კ) ციალა უჯმაჯურიძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის ნუმერაციის რესურსის მართვის წამყვანი სპეციალისტი;

ლ) ოთარ ჯანაშია - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის უფროსი ინჟინერი;

მ) სალომე მურჯიკნელი - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი;

ნ) ბექა მელუა - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი;

ო)  ლევან  დემურაძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის  დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის მთავარი ინჟინერი;

პ) ალექსანდრე ჩაკვეტაძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის ინჟინერი;

ჟ) რომან ესართია - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის ინჟინერი;

რ)   გიგა   ცისკარიძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი;

ს) არჩილ ბერიშვილი - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის  დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი;

ტ) ზურაბ ბარაჩაშვილი - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის მობილური ჯგუფის ტექნიკოსი;“;

 

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე), კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი).

ვახტანგ  აბაშიძე            თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები