წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 2 აპრილის Nგ-20-15/380 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: გ-25-19 / 147

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2025 14:42

მიღების თარიღი აპრილი 07, 2025 14:42

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 2 აპრილის Nგ-20-15/380 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

განმცხადებელი: შპს „ტელეკომ 1“

კომისიის სხდომის თარიღი: 03.04.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს „ტელეკომ1“-მა (ს/კ405374063) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-27-7/1278,31.03.2025). კომისიის 2020 წლის 2აპრილის Nგ-20-15/380 გადაწყვეტილებით მინიჭებული დამისამართების პრეფიქსის გაუქმების მოთხოვნით.

2.კომისიის 2020 წლის 2 აპრილის Nგ-20-15/380 გადაწყვეტილებით კომპანია ფლობს დამისამართების პრეფიქსს 7-3-8 (შვიდი-სამი-რვა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე, მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისას ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;

3.შპს „ტელეკომ 1“ 2020 წლის 2 აპრილიდან 2022 წლის  2 აპრილამდე  პერიოდში ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N534 უფლებას მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის; ასევე კომპანიამ 2025 წლის 2 აპრილს გაიუქმა ავტორიზაცია შემდეგ მომსახურებებზე:

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

II. სამოტივაციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის შესაბამისად გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა; ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ კომისიას.

ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2020 წლის 2 აპრილის Nგ-20-15/380 გადაწყვეტილება შპს „ტელეკომ 1”-სთვის მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ;

2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ტელეკომ 1”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები