წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ კობა ყიფშიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 298

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2025 17:41

მიღების თარიღი ივნისი 12, 2025

რადიომოყვარულ კობა ყიფშიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: კობა ყიფშიძე

კომისიის სხდომის თარიღი: 12.06.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში   „კომისია“) აღნიშნავს,  რომ მოქალაქე კობა ყიფშიძემ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-9/2349, 05.06.25) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ კობა ყიფშიძე არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის № 779/7 გადაწყვეტილებით 2010 წლის 16 დეკემბრამდე მინიჭებული ჰქონდა სახმობი - 4L1KYT, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების   წესის“     2023 წლის   პირველ   ნოემბრამდე   მოქმედი   რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს,  მიენიჭოთ  სამოყვარულო  რადიოსადგურის   B კატეგორია  და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ კობა ყიფშიძისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515   მუხლის პირველი პუნქტის თანახმად  სამოყვარულო  რადიოსადგურის    გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის  მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების, საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ კობა ყიფშიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2025 წლის 12 ივნისიდან 2030 წლის 12 ივნისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B-136

 

კობა ყიფშიძე

 

თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 4 შესახ., 4 კორპ.

 

4L4DS

 

„B“

2. რადიომოყვარული კობა ყიფშიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე კობა ყიფშიძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე კობა ყიფშიძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები