ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება“ ჩატარდა. შეხვედრას Learn Prompting-ის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, კონსტანტინე კახაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს AI-ის მუშაობის პრინციპებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
სემინარის ფარგლებში, განიხილებოდა თუ რა არის „Prompting” (ხელოვნური ინტელექტისთვის ამოცანის სწორად დასახვა) და რა უნდა ვიცოდეთ მისი სწორად გააზრებისთვის. ასევე, თუ როგორ ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და როგორ იცვლება მასთან მიდგომის სტრატეგიები დროთა განმავლობაში. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ ყველაზე ეფექტიან Promoting ტექნიკებს, რომელთა მეშვეობითაც შეძლებენ პროდუქტების სწრაფად შექმნას. შეხვედრა ასევე დაეთმო პრაქტიკული AI ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც სტარტაპერებს ფინანსების, დიზაინისა და დეველოპმენტის მიმართულებით პროცესების ავტომატიზაციას გაუმარტივებს.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, ComCom-ის მედიალაბი უკვე მეექვსე წელია მნიშვნელოვან შეხვედრებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.