მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი
კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა რომელსაც 2018 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, მედიაწიგნიერების განვითარება დაევალა. კომისიის აპარატში შეიქმნა მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების დონის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება, აგრეთვე, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა.
დამატებითი ინფორმაცია იხ: http://comcom.ge
თანამდებობრივი სარგო: 3330 ლარიდან - 4 995 ლარამდე (დარიცხული ანაზღაურება)
სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული ზღვრების ფარგლებში
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს
კატეგორია: განათლება
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადა: 2025 წლის 2 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, საერთაშორისო პროექტებისა და კვლევების ანალიზი, აპრობირებული პროექტების იდენტიფიცირება და ინიცირება;
- შერჩეული პროექტების მართვა; საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის მიმდინარე სხვა პროექტებში ჩართულობა;
- მედიაწიგნიერების პროექტებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, მონაცემთა ბაზის წარმოება, მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- მედიაწიგნიერების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- მედიაწიგნიერების ეროვნული ჰაბის განვითარების ხელშეწყობა - საინფორმაციო და საგანმანათლებლო სტატიების მომზადება;
- მედიაწიგნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, პერიოდულ გადახედვასა და განახლებაში მონაწილეობა, დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად;
- სხვადასხვა ტიპის ღონისძიების (სემინარები, ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები) ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარება;
- არასრულწლოვანთა ციფრული საფრთხეებისგან დაცვის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების/პროექტის დაგეგმვა, განხორციელება ან/და მონაწილეობა;
- მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების შემუშავებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, განათლების ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მენეჯმენტის მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, აქედან სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება მედიაწიგნიერების განვითარების, საგანმანათლებლო პროექტების მართვის/ადმინისტრირების, კვლევითი საქმიანობის, კონსულტირების, სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით ან/და მედიის სფეროში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის კუთხით.
სასურველია:
- მაგისტრის ხარისხი მოთხოვნილი მიმართულებებიდან ერთ-ერთში;
- განათლების სპეციალისტის კვალიფიკაცია ან/და გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
- სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებში.
საკონკურსო თემატიკა:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ გვერდი;
- კომუნიკაციების კომისიიის მედიაწიგნიერების ეროვნული ჰაბი;
- კომუნიკაციების კომისიის სტრატეგია 2024-2026;
- მედიააკადემიის ვებ გვერდი.
უცხო ენების ცოდნა:
- ინგლისური ენა (წერითი უნარები, მეტყველება) - C1
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office (MS Word, MS Excel, MS Power Point ) - კარგი
კომპეტენცია და უნარები:
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- მონაცემთა ინტერპრეტაციის/ვიზუალიზაციის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან. ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით ან/და შრომის წიგნაკი);
- სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
- ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის გამოცდილება);
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში
კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:
- ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსის ეტაპები:
გამოცხადებულ პოზიციებზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:
- განაცხადების გადარჩევა;
- ტესტირება ინგლისურ ენაში;
- ზეპირი დავალება და გასაუბრება;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მეორე ეტაპი - საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად, ტესტირება ინგლისურ ენაში და ზეპირი დავალება და გასაუბრება.
I - ტესტირება ინგლისურ ენაში - ტესტირების დროს შეფასდება აპლიკანტთა ინგლისური ენის ცოდნის დონე.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წერით დავალებაში მიიღებენ მოთხოვნილ დონეს.
შენიშვნა: ინგლისური ენის ტესტირებისგან გათავისუფლდებიან და ზეპირი დავალების და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი დონის დამადასტურებელ ვალიდურ ცნობას - სტანდარტიზებული ტესტები (TOEFL-ის, IELTS-ის, Cambridge Certificate-ის, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის სერტიფიკატი). ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურებისაგან ასევე გათავისუფლდება კანდიდატი, რომელსაც ინგლისურ ენაზე მიღებული აქვს აკადემიური ხარისხი (ბაკალავრი ან მაგისტრი).
ასეთ შემთხვევაში კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის #653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
II - ზეპირი დავალება და გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან: ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების, ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.
შენიშვნა: გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება და ა.შ. წარმატებულ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის მაღალი კომპეტენცია.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპების შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საკონტაქტო პირი: მარიამ სუხაშვილი ტელ: +995 322393617; ელ-ფოსტა: vacancy@comcom.ge
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად.