ComCom-ის წევრი ეკატერინე იმედაძე ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის მხარდაჭერით გამართულ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა...
მედიააკადემიის ახალ მასტერკლასში მაკა ანთიძე როიტერის 30 წლიან გამოცდილებას გიზიარებთ
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია „მასტერკლასს“ მაკა ანთიძის ონლაინ ლექციების სერიებით აგრძელებს. მაკა ანთიძე 30 წელია ჟურნალისტია. ბოლო 25 წელი Reuters-ის კავკასიის ბიუროში მუშაობდა, როგორც ხელმძღვანელის, ასევე უფროსი კორესპონდენტის თანამდებობაზე, უფრო ადრე ის Associated Press-ის კორესპონდენტი იყო. დღეიდან მაკა ანთიძის მასტერკლასი მედიააკადემიის იუთუბ არხზეა ხელმისაწვდომი, 5 ონლაინ ლექცია მოგცემთ შესაძლებლობას, დეტალურად გაეცნოთ რა უნარ-ჩვევები სჭირდება ჟურნალისტს ახალი...
ევროდირექტივის დანერგვის მიზნით ComCom ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიასთან თანმშრომლობას აღრმავებს
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დირექტივის დანერგვისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ და კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა ლიეტუველ კოლეგებთან, მათ შორის ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარესთან, წევრებსა და თემატური დეპარტამენტების...
SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. გაცნობით შეხვედრაზე კომისიის და მედიალაბის თანამშრომლებმა Starlink-ის წარმომადგენელთან საქართველოში, სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვაზე, ასევე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავის მხრივ, SpaceX-ის...
ComCom-მა ციფრული სერვისების გამოყენებაში ოზურგეთში დამატებით 10 სოფლის მოქალაქეები გადაამზადა
კომუნიკაციების კომისია, „Log-in Georgia“-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის გადამზადებას განაგრძობს. ციფრული სერვისების გამოყენების შესახებ დამატებით 10 ტრენინგი ცხემლისხიდის, ქვედა და ზედა ბახვის, ბაღდადის, ზედა უჩხუბის, ქვედა და ზედა ძიმითის, ნაგომარის, ვანისქედის, ოქროსქედის, მთისპირისა და თხინვალის მოსახლეობას ჩაუტარდა. სპეციალურად შექმნილი პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეები ისეთ მნიშვნელოვან...
მედიასკოლაში მაკა ანთიძემ ჟურნალისტებს როიტერში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გაუზიარა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მონაწილეებმა მედიასკოლაში მაკა ანთიძესთან ერთად იმუშავეს. მაკა ანთიძე 30 წელია ჟურნალისტია. ბოლო 25 წელი Reuters-ის კავკასიის ბიუროში მუშაობდა, როგორც ხელმძღვანელის, ასევე უფროსი კორესპონდენტის თანამდებობაზე, უფრო ადრე ის Associated Press-ის კორესპონდენტი იყო. როგორ იქმნება სტატია და როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი, როგორ უნდა იმუშაოს...
ComCom-ის და BTU-ს ორგანიზებით 5G-ის თემაზე სამეცნიერო დისკუსია გაიმართა
კომუნიკაციების კომისიისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით 5G ტექნოლოგიის დანერგვასა და პერსპექტივებზე სამეცნიერო დისკუსია გაიმართა. ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ გახსნეს. კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოში 5G ქსელის დანერგვისა და ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა, ხოლო კომუნიკაციების კომისიის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი სანდრო ქარუმიძე შეხვედრაზე 5G-ის სპექტრისა და...
ComCom-მა ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და ყალბი ამბების აღმოჩენაში ქუთაისში 500, მცხეთა-მთიანეთში კი 100...
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ქუთაისსა და მცხეთა-მთიანეთში 600-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა. ტრენინგები დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს, ასევე SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებს, „Happy Onlife“, „მედიის ეკონომიკისა“ და „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პროექტების ფარგლებში ჩაუტარდათ. ქუთაისის მე-17, 21-ე და სკოლა „პროგრესის“ დაწყებითი კლასის 300-მა, ასევე მცხეთის N1 და სოფელ ვაზიანის სკოლების II და III...
ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ ციფრული ტრანსფორმაციისა და მედიაწიგნიერების თემაზე შეხვედრაში მიიღო...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია საქართველოს ICT კლასტერის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციისა და მედიაწიგნიერების თემაზე გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ნათია კუკულაძემ ტექნოლოგიური პროგრესის თანმდევ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებებზე და ღონისძიების მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებსა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებზე დეტალური...
„რა არის ევროპა?!“ - მედიასკოლამ ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. „რა არის ევროპა?!“ - ამ თემაზე სემინარს რუსუდან გორგილაძე გაუძღვა. გორგილაძე წლების მანძილზე „ჰარვარდის უნივერსიტეტის“ ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა, იყო ასევე „ჰარვარდის“ კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი. ის სხვადასხვა დროს საქართველოს...