ComCom დაიჯესტი - კომუნიკაციების კომისიის აგვისტოს თვის შეჯამება
კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას და სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებით დაინტერესებულ პირებს ახალ პროდუქტს სთავაზობს. „ComCom დაიჯესტი“ საუკეთესო საშუალებაა კომუნიკაციების კომისიის გასული თვის საქმიანობისა და პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. „ComCom დაიჯესტში“ თავმოყრილია ტელეკომ სფეროს ტენდენციების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს არის პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ერთ დაიჯესტში, მისთვის მოსახერხებელი ფორმით,...
ევროკავშირი საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში...
საინფორმაციო საზოგადოება, აუდიოვიზუალური მომსახურება და მედიის მნიშვნელობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატურ ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. სხდომას, რომელიც მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური...
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის დაიწყეს. კონკურსი, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარებაა, სტუდენტებისთვის პირველად ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება, 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ...
გამოცემა ფორბსი: საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს გავლით...
ჟურნალი „ფორბსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი კენეტ რაპოზა, საქართველოში არსებულ სტრატეგიულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე აკეთებს აქცენტს და წერს, რომ საქართველო იქცევა მონაცემთა გაცვლის გლობალური მნიშვნელობის ცენტრად, რომელიც ახალი მარშრუტებით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას, აზიასა და შუა აღმოსავლეთს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინმა“ ხელისუფლების წინასწარი თანხმობის...
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა
კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის ...
მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის...
კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ახალი საგნის - „ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა“ სწავლება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინფორმაციული წიგნიერება, კიბერეთიკა, კიბერ საფრთხეები, მედიაეკონომიკის საფუძვლები და ა.შ. გარდა ამისა, მედიაწიგნიერების საფუძვლებსა და ძირითად მიმართულებებს უნივერსიტეტის ყველა ის სტუდენტი...
ვახტანგ აბაშიძე: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც...
„საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს კორიდორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის - სომხეთის გავლით და ხელი შეუწყოს რეგიონის, მონაცემთა უსაფრთხო და სანდო გამტარის პოზიციონირებას.“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ...
კახა ბექაური: „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც თავი დაანებეთ...
„დეზინფორმაციის გავრცელებას დაანებოს თავი „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც, რადგან კომუნიკაციების კომისია ბოლო სამი წელია ჩართულია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპის და აზიის შემაერთებელი“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და კომპანია „კავკასუს ონლაინისა“ და მისი ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებს...
კომუნიკაციების კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია...
კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება. „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა. უფრო მეტიც,...
კომუნიკაციების კომისიამ EPRA-ს მედიაწიგნიერების პირველ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
როგორ ვითარდება მედიაწიგნიერება, რა გამოწვევები არსებობს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების მიმართულებით, რა მნიშვნელობა აქვს ერთიანი ქსელის შექმნას და როგორია მედიაწიგნიერების განვითარების გეგმები საქართველოში - ამ თემებზე კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი ორგანიზაციების ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა. მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ყოველწლიური შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წელს პირველად...