წვდომის მენიუ

ივნისი 17, 2025 14:42

ComCom-ის მედიააკადემიაში რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „რა არის ევროპა?“ ჩატარდა, რომელსაც ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე გაუძღვა. რუსუდან გორგილაძე იყო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასევე, მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. რუსუდანი იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი.

შეხვედრის ფარგლებში, განიხილებოდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ასევე, როგორ ჩამოყალიბდა ევროპის კავშირის ინსტიტუციები და როგორია ევროპის პოლიტიკური თუ კულტურული მრავალფეროვნება. ამასთან, ტრენერმა მონაწილეებთან ერთად იმსჯელა, თუ რა არის საქართველოს როლი საერთოევროპულ სივრცეში, მნიშვნელოვანი გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სემინარებსა და ლექციებს უკვე მეექვსე წელია სრულიად უფასოდ ატარებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები