წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
მარტი
06, 2025
11:04

ინფორმაციის მოძიება, ინტერნეტის გამოყენება - ComCom-მა წყალტუბოში ბიბლიოთეკის თანამშრომლები გადაამზადა

მარტი 06, 2025 11:04

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობას, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენებასა და ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის აუცილებელ საკითხებს გაეცნენ. პროგრამა წყალტუბოში მარტის ბოლომდე აქტიურად...

მარტი
05, 2025
16:54

ComCom-მა ITU-ს შეხვედრაზე ციფრული რუკის განვითარების ინიციატივა წარადგინა

მარტი 05, 2025 16:54

ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ ბუდაპეშტში გამართულ ევროპის რეგიონული განვითარების ფორუმსა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების კონფერენციის (WTDC) წინამოსამზადებელ რეგიონულ შეხვედრაში (RDF&RPM) მიიღო მონაწილეობა. იგი შეხვედრებში ComCom-ის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელსაც (EaPeReg) წარმოადგენდა. ფორუმზე უნივერსალური დაკავშირებადობის...

მარტი
04, 2025
11:58

ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ამბის დრამატურგიის შესახებ გადაამზადა

მარტი 04, 2025 11:58

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა პრაქტიკული სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“, რომელსაც დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი გაუძღვა და მონაწილეებს დრამატურგიის კუთხით მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. ორდღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ამბის დრამატურგია; ამბის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და კრიტიკულად გაანალიზება; თხრობის თანმიმდევრულობა; ამბის ისტორიად...

თებერვალი
28, 2025
15:40

ტელევიზიების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული 2024 წლის IV კვარტალში

თებერვალი 28, 2025 15:40

2024 წლის IV კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 21.4 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „პოსტვ“-ის, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტი გადაუხადეს. „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც...

თებერვალი
25, 2025
11:59

ComCom-ი არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით მასწავლებლებს შეხვდა

თებერვალი 25, 2025 11:59

კომუნიკაციების კომისიამ არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კონსულტანტ მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლებიც ბოლნისის, ახალციხის, ახალქალაქის, გარდაბნის, წალკისა და მარნეულის არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საგნის ინტეგრირებას შეუწყობენ ხელს. შეხვედრა მედიაწიგნიერების სწავლების დამხმარე რესურსებისა და პრაქტიკული მეთოდების გაზიარებას ემსახურებოდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კომუნიკაციების კომისიის...

თებერვალი
24, 2025
13:52

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

თებერვალი 24, 2025 13:52

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის ინვესტორთან მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას 4S-ის დამფუძნებელი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, სალომე ჯოჯუა გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს ინვესტორთან წარმატებული თანამშრომლობის, სამართლებრივი დაცულობისა და ეფექტიანი მოლაპარაკებების შესახებ მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ სალომე ჯოჯუა არის Edwards Mediation Academy-ის სერტიფიცირებული მედიატორი და საქართველოს მედიაციის ასოციაციის...

თებერვალი
18, 2025
11:03

ComCom-მა ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო

თებერვალი 18, 2025 11:03

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე, ბიზნეს კომპანიებისთვის კორპორატიული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიაში ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „სელფი მობაილის“, მცირე და საშუალო ოპერატორებისა და MVNO ასოციაციის...

თებერვალი
10, 2025
15:51

2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლებმა სარეკლამო შემოსავლებიდან 24 მილიონი ლარი მიიღეს

თებერვალი 10, 2025 15:51

2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 32.3%-ით ნაკლებია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 34.9%-ით ნაკლები იყო და სულ 21.4 მილიონი ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბრის თვეში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი...

თებერვალი
10, 2025
13:05

ComCom-მა წყალტუბოში 300-მდე ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

თებერვალი 10, 2025 13:05

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წყალტუბოში 290 ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის სულ 18 სემინარია ჩატარებული. ტრენინგები წყალტუბოში მარტამდე აქტიურად გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ბენეფიციარები ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას შეძლებენ, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად...

თებერვალი
05, 2025
14:26

ComCom-მა ჩხოროწყუს 250 მოსახლე ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებაში გადაამზადა

თებერვალი 05, 2025 14:26

კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ კვლავ აქტიურად გრძელდება ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში, სადაც ამ ეტაპისთვის ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში 250 ადგილობრივია გადამზადებული. შეხვედრები მიზნად მონაწილეების ციფრული კომპეტენციების ამაღლებას და ისეთი უნარების განვითარებას ისახავს, როგორიც ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებითა თუ პროგრამებით მიზნობრივად სარგებლობა და სოციალური პლატფორმების ეფექტიანად...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები