წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ივნისი
24, 2025
15:54

ComCom-ის წევრმა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო

ივნისი 24, 2025 15:54

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) საბჭოს სხდომაში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები. გარდა ამისა, ღონისძიება დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, როგორებიცაა: 2024 წლის ITU-ს წლიური ანგარიში ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმის შესახებ; 2025 წლის მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების...

ივნისი
24, 2025
14:52

ComCom-ის წარმომადგენლებმა სპექტრის მართვის ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ივნისი 24, 2025 14:52

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, და სპექტრის მართვის ჯგუფის უფროსმა, გიორგი პაპავამ, ბრიუსელში გამართულ სპექტრის მართვის რიგით მე-20 ევროპულ კონფერენციაში (ESMC) მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ევროპული ციფრული ქსელების ინიციატივა (Digital Networks Act); GSO/NGSO თანამგზავრული სისტემების თანაარსებობა; 7.125–8.5 გჰც დიაპაზონის სამომავლო გამოყენება; მობილური...

ივნისი
24, 2025
14:00

2025 წლის I კვარტალში ტელევიზიების ტოპ დამფინანსებლების ათეული

ივნისი 24, 2025 14:00

2025 წლის I კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14.8 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ. „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთ კომპანიას, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 500...

ივნისი
23, 2025
12:42

ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო...

ივნისი 23, 2025 12:42

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) 27-ე პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, CDMSI-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო ინიციატივები განიხილებოდა. CDMSI-ის 27-ე პლენარული სხდომა ასევე დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას, როგორებიცაა ევროპაში პრესის თავისუფლების, პოლიტიკური...

ივნისი
20, 2025
17:44

ტელეკომის როლი საბანკო სექტორის და ციფრული ეკონომიკის განვითარებაში

ივნისი 20, 2025 17:44

კომუნიკაციების კომისიის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა სიჭინავამ, მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის დისკუსიასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური სესია „ძირითადი დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ეფექტები“, რომლის ფარგლებშიც...

ივნისი
19, 2025
19:54

კახა ბექაური: „ვისაც პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ...

ივნისი 19, 2025 19:54

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ სხდომაზე, მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას შეახსენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სრულად ევროპულია და ის  ევროპის ყველა ქვეყანაში დიდი ხანია მოქმედებს. კერძოდ, ევროპული ქვეყნები მაუწყებლებს წლებია ავალებს ისეთი ჟურნალისტური ფუნდამენტური სტანდარტების დაცვას, რასაც პასუხისმგებლიანი მედია ისედაც უნდა აკეთებდეს.  „აღნიშნული კანონით მაუწყებლებს მოეთხოვებათ, რომ  ახალი...

ივნისი
19, 2025
19:40

კახა ბექაური: „მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ -...

ივნისი 19, 2025 19:40

„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება.  ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ...

ივნისი
18, 2025
11:47

ComCom-მა ხონის მერიის წარმომადგენლები ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

ივნისი 18, 2025 11:47

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მერიის ა(ა)იპების  ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა პროგრამის ორი ძირითადი მიმართულების - ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საკითხებს შეეხო. კერძოდ, მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. „ციფრული მხარდაჭერის...

ივნისი
17, 2025
14:42

ComCom-ის მედიააკადემიაში რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა

ივნისი 17, 2025 14:42

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „რა არის ევროპა?“ ჩატარდა, რომელსაც ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე გაუძღვა. რუსუდან გორგილაძე იყო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასევე, მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. რუსუდანი იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის...

ივნისი
17, 2025
12:51

შეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა - ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ რეგისტრაცია სრულდება

ივნისი 17, 2025 12:51

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ განაცხადების მიღება 13 ივლისს სრულდება. ინტენსიური და პრაქტიკული 4 თვიანი კურსი, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერი ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლოს აღნიშნული პროფესია სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან ახალი ამბების თხრობას, სატელევიზიო თუ რადიო სიუჟეტების და გადაცემების...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები