წვდომის მენიუ

მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოსადგენი განცხადება

გადაწყვეტილებას ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისია იღებს მისთვის განცხადების წარდგენიდან 45 სამუშაო დღის ვადაში.  სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე.
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
 1. ფიზიკური პირისათვის:
    ა. სახელი, გვარი, 
    ბ. დაბადების ადგილი და თარიღი,
    გ. რეგისტრაციის მონაცემები,
    დ. მისამართი, 
    ე. მოქალაქეობა;

   იურიდიული პირისათვის:
    ა. საფირმო სახელწოდება,
    ბ. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, 
    გ. იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), 
    დ. სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები,
    ე. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი,
    ვ. მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც   ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

 2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
 3. მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;
 4. მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
განცხადებას ასევე თან უნდა დაერთოს:
   ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების ჩატარებას და ზეგავლენას ახდენს სხვა ოპერატორის ქსელის ფუნქციონირებაზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივ გარემოზე, სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასახული უნდა იყოს:
         ·  განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური აღწერილობა;
         ·  განსახორციელებელი საქმიანობის ადგილმდებარეობა;
        ·  გამოსაყენებელი ტექნოლოგიების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და ტექნოლოგიური სისტემების სტრუქტურა: ტექნიკური უზრუნველყოფა, პროგრამული უზრუნველყოფა, საინფორმაციო უზრუნველყოფა, საერთო სარგებლობის რესურსებსა და ქსელებთან ურთიერთქმედების სტრუქტურა;
        ·   განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური რეალიზაციის ნახაზები და დიაგრამები  (max.A3 ფორმატი);
        ·   ინფორმაცია ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით.
      ·    ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ  სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზის და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტიზა უნდა გაიაროს კომისიასთან შექმნილ მუდმივმოქმედ ქვეკომისიაში. ლიცენზიის მაძიებელი კონკურსზე ქვეკომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დაიშვება.
   ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – პირადობის მოწმობის ასლიც;
   გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; 
   დ) განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;
   ე)  დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
   ვ)  განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
   ზ) სალიცენზიო გადასახდელის  10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში დარჩენილ თანხას ლიცენზიის მფლობელი კომისიის მიერ დადგენილი წესით გადაიხდის.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები