წვდომის მენიუ

საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

კონკურსის ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 3 თვისა კომისია უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას.

კონკურსის ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 2 თვისა კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზეც ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის გახსნა ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით. საზოგადოებას უნდა შეეძლოს აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისიამ უნდა გააფრთხილოს ლიცენზიის მაძიებელი და მისცეს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღისა დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იკრძალება კომისიისთვის კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება.

დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას, არ განიხილოს განცხადება და კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთხრას ლიცენზიის მაძიებელს.

კომისია კონკურსს საჯარო სხდომაზე ატარებს. კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: 
   ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;
   ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი, სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ლიცენზიის ის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.

თუ კონკურსში მონაწილეობს ლიცენზიის ერთი მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები