საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 21 მაისი, 16:00 საათი
- შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ., თანამომხსენებელი - მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ შპს „გაზეთ ბათუმელების“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
