წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №34 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: მაისი 28, 2015 13:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2015 18:57

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №34 სხდომის დღის წესრიგი

                                                                                            

   ქ.  თბილისი                           2015  წლის 28 მაისი, 13:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“  რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს ”საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს ”ბედაურისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „მზე“-ს (ს/კ 412679141) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „ალიონი“-ს (ს/კ 412707030) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის N199/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის N200/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 1 მაისის N 243/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. შპს „სტუდია პულსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
  13. შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  14. შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  15. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“–ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  16. ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია რიონსა“ და მეორე მხრივ, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა–ტვ“–ს შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  17. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. მ. აროშიძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები