წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

სხდომის თარიღი: აპრილი 02, 2015 16:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2015 16:01

ცნობა  №  15-07


საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ

შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.


,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 26 თებერვლის №110/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.


ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართა 2015 წლის 02 აპრილს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 02 აპრილისა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები