წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების მიზნით.

სხდომის თარიღი: აპრილი 02, 2015 16:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2015 16:02

ცნობა  №  15-06

 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების მიზნით.

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 26 თებერვლის №112/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება წარმოება სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების  მიზნით.

 

 

ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართა 2015 წლის 02 აპრილს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 02 აპრილისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები