წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 24, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2017 15:38

ცნობა  №  17-37

 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ  ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2017 წლის 27 ივლისის N515/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2017 წლის 27 ივლისის N515/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2017 წლის 24 აგვისტოს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 24 აგვისტოსი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები