წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელეიმედის წინააღმდეგ ფიზიკურ პირ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 05, 2021 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2021 14:19

ცნობა  №  21-27

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელეიმედის წინააღმდეგ ფიზიკურ პირ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის მიზნით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 177-ე  მუხლის  მე-4  ნაწილის,  საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა  კოდექსი“  66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561  მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2021 წლის 22 ივლისის Nგ-21-23/439 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის წინააღმდეგ ფიზიკურ პირ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 05 აგვისტოს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2021 წლის 05 აგვისტოსი. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

 https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2021--21-23-439.page

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები