წვდომის მენიუ

ცნობა № 21-26 საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განსახილვის შესახებ

სხდომის თარიღი: ივლისი 29, 2021 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2021 16:41

ცნობა  №  21-26

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განსახილვის მიზნით

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის, 38-ე მუხლის, 43-ე მუხლის  პირველი  პუნქტის,  45-ე  მუხლის  პირველი  პუნქტისა  და  63-ე  მუხლის  მე-5 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 401 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, 76-ე, 78-ე და 181-ე მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად, ასევე კომისიის 2021 წლის 24 ინისის Nგ-21-23/379 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება  სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განსახილვის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე;

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე ზეპირი მოსმენის 2021 წლის 15 ივლისის N13  შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2021 წლის 29ივლისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2021 წლის 29ივლისისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები