წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით

სხდომის თარიღი: ოქტომბერი 15, 2015 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2015 18:25

ცნობა  №  15-30

 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 472 მუხლის, 52–ე მუხლის მე–9 პუნქტის, 67–ე მუხლის მე–17 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, ამავე კოდექსის VI, VII და IX თავებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 21 ივლისის №415/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც  სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე, კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N30 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 15 ოქტომბრისა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები