წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №62 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: აგვისტო 27, 2015 16:35

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2015 18:35

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №62 სხდომის დღის წესრიგი

 

             ქ. თბილისი                            2015  წლის 27 აგვისტო, 16:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „ომეგა-2”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს „ტაქსი გალაქსისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (მომხს. ნ.ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. ფიზიკურ პირ ზურაბ მიქაძის კუთვნილი შპს  2გლობალკომის“  წილის 35%-ის და ფიზიკურ პირ  მალხაზ ედიშერაშვილის კუთვნილი შპს  2გლობალკომის“ წილის 30%-ის ფიზიკურ პირ ბესარიონ ომაძის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ი.დეკანოსიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განზრახვის თაობაზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მომსახურების შესყიდვის თაობაზე (მომხს. ი.მახარაძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  9. შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  10. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  11. შპს „ტელარადიოკომპანია რიონსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. შპს „GLOBAL+“–სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები