საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №72 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №72 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 13 ოქტომბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „რადიო იმედის“ წინააღმდეგ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ (წარმოდგენილი შპს „ქედი სტუდიოს“ სახით) საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. კ.ქორიძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- ააიპ „მედია კავშირი ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „ივერია მოტორსის“ წინააღმდეგ სს „საქართველოს რკინიგზის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს: თ.ჯოგიაშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი).
