წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 20, 2015 16:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2015 17:43

ცნობა  №  15-26                                                  

 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებში ცვლილების შეტანის მიზნით

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061 მუხლების, VII და IX თავების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 23 ივლისის №426/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 20 აგვისტოს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 20 აგვისტოსი.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები