წვდომის მენიუ

ჩაშლილი - საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №12-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 11, 2022 13:00

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2022 15:07

ცნობა  №  22-08

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №12-ში კერძო სპეციალიზებული  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის  მოსაპოვებლად  კონკურსის   ჩატარების  მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის  მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 24 მაისის Nგ-22-10/228 გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №12-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადდა კონკურსი.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2022 წლის 11 აგვისტოს, 13:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები