ჩაშლილი - საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №9-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით
ცნობა № 22-06
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №9-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 24 მაისის Nგ-22-10/230 გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №9-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადდა კონკურსი.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2022 წლის 11 აგვისტოს, 13:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
