წვდომის მენიუ

ცნობა № 16-28 საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “სტარვიზიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 11, 2016 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2016 10:52

ცნობა  №  16-28

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “სტარვიზიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის  2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე 2016 წლის 14 ივლისის N476/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “სტარვიზიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის  2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 11 აგვისტოს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 11 აგვისტოსი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები