წვდომის მენიუ

ცნობა № 16-31 საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მაგთიკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 ნოემბრის №472/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: სექტემბერი 01, 2016 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2016 11:01

ცნობა  №  16-31

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მაგთიკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის  2006 წლის 3 ნოემბრის  №472/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის, ასევე კომისიის 2016 წლის 04 აგვისტოს N539/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის  2006 წლის 3 ნოემბრის  №472/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 01 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 01 სექტემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები