ცნობა № 16-33 საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით
ცნობა № 16-33
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის,კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 04 აგვისტოს N541/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 01 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 01 სექტემბრისა.
