ცნობა № 21-28, საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით
ცნობა № 21-28
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით
მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-23/445 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 02 სექტემბერს, 15:00 საათზე.(მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2021 წლის 02 სექტემბრისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
02.09.21-ის მდგომარეობით განახლებული ცნობა № 21-28
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს "იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით
მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-23/445 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2021 წლის 02 სექტემბერს, 15:00 საათზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 02 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით, საკითხის ზეპირი მოსმენა გადაიდო და გაიმართება 2021 წლის 09 სექტემბერს, 15:00 საათზე, (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2021 წლის 09 სექტემბრისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
https://comcom.ge/ge/itdc/content/addEdit/126368/7
