საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს შპს ”რადიო არტის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ცნობა № 15-24

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 09 ივლისის №395/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო არტის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 06 აგვისტოს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 06 აგვისტოსი.