წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების მიზნით

სხდომის თარიღი: ოქტომბერი 20, 2015 15:00

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 25, 2015 18:37

ცნობა  №  15-36

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების  მიზნით

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 და მე-12 მუხლების შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 17 სექტემბრის №563/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების  მიზნით.

 ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 20 ოქტომბრისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები