საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის და მოდიფიცირების მიზნით
ცნობა № 15-40

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 08 ოქტომბრის №608/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის და მოდიფიცირების მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 06 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 06 ნოემბრისა.