წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ”სტარვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და მოდიფიცირების მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 06, 2015 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2015 17:41

ცნობა  №  15-41

 საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ”სტარვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების,  კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და მოდიფიცირების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 08 ოქტომბრის №609/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სტარვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და მოდიფიცირების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 06 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 06 ნოემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები