საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილების შეტანის მიზნით
ცნობა № 15-20

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061 მუხლების, VII და IX თავების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 04 ივნისის №317/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე კომისიის 2015 წლის 02 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 09 ივლისს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 09 ივლისისა.