საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის განხილვის მიზნით
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის განხილვის მიზნით
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და კ) ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 401 მუხლის მე–11 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის და VIII თავის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 04 ივნისის №323/23 და 2015 წლის 23 ივნისის №363/19 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის განხილვის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე კომისიის 2015 წლის 23 ივნისის N363/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 09 ივლისს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 09 ივლისისა.
