წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 06, 2015 16:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2015 11:52

ცნობა  №  15-23

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 09 ივლისის №402/23  გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 06 აგვისტოს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 06 აგვისტოსი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები