პროექტი: „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობისა და ამავე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტი
დადგენილება N7
2017 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობისა და ამავე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1
1. ბათილად იქნას ცნობილი „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების (სსმ III, 31.10.2005, N127, მუხ.1415):
ა) 31 პუნქტში სიტყვები: „და აქციზის“;
ბ) დანართ №1-ში სიტყვები: „და აქციზის“.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობილი ნაწილების მოქმედება შეწყდეს მათი ბათილად ცნობის დღიდან.
მუხლი 2
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებაში (სსმ III, 31.10.2005, N127, მუხ.1415) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. რეგულირების საფასურის ოდენობაა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის (მიწოდების) ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.“;
გ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა
(ფორმა 1.9)
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირებისთვის
|
1 |
გადამხდელის დასახელება |
|
||
|
2 |
გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი |
|
||
|
3 |
გადამხდელის მისამართი |
|
||
|
4 |
გადამხდელის ტელეფონის ნომერი |
|
||
|
5 |
წარედგინება |
|
||
|
6 |
საანგარიშო თვე და წელი |
|
||
|
7 |
ფორმის სახე |
|
||
|
8 |
ფორმის წარდგენის თარიღი |
|
||
|
9 |
ფორმის რეგისტრაციის ნომერი |
|
||
|
შემოსავლის დასახელება |
თანხა ლარში |
გადასახადის განაკვეთი |
გადასახადის თანხა ლარში |
|
|
10 |
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროდან დღგ-ის გარეშე |
|
0.75% |
|
|
11 |
მაუწყებლობის სფეროდან დღგ-ის გარეშე |
|
0.5% |
|
გაანგარიშების ფორმაში მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ:
ხელმძღვანელის სახელი და გვარი:
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
