პროექტი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დასაკისრებელი ჯარიმების ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპები
პროექტი
განახლების თარიღი: 04.10.2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დასაკისრებელი ჯარიმების ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპები
თავი I.
ზოგადი ნაწილი
1. ზოგადი დებულებები
ჯარიმის ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპები (შემდგომში - სახელმძღვანელო პრინციპები, სახელმძღვანელო) წარმოადგენს მეთოდოლოგიური ხასიათის დოკუმენტს, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში: „კომისია“) კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის.
მეთოდოლოგიურ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც გამოყენებულია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში (შემდგომში: „კანონი“). ამ სახელმძღვანელოს მიზნებისათვის „პერიოდული სანქციის“ სახელით მოიხსენიება კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-15 პუნქტის დარღვევისთვის გათვალისწინებული, პირთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაკისრებელი ჯარიმები. „ძირითადი სანქციის“ სახელით მოიხსენიება კანონის სხვა სახის დარღვევებისთვის გათვალისწინებული ერთჯერადი ჯარიმები.
2. საკანონმდებლო რეგულირება
კანონის 33-ე მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ჯარიმას კანონის დარღვევისთვის. თავის მხრივ, ჯარიმა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ძირითადი ან/და პერიოდული სანქციის სახით.
2.1. ძირითადი სანქცია
კანონის მე-6 (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) და მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების დადება, გადაწყვეტილების მიღება ან/და შეთანხმებული ქმედების განხორციელება (შემდგომში - შეთანხმება)) მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 5%-ს, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედების სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში - 10%-ს;
კანონის 111 მუხლის პირველი (სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის კომისიისთვის შეუტყობინებლობა), მე-11 (კომისიის მიერ შეტყობინების განხილვამდე კონცენტრაციის განხორციელება) ან მე-12 (კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელება) პუნქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს;
2.2. პერიოდული სანქცია
კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ ეკონომიკურმა აგენტმა არ შეასრულა სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები (რომელთა გათვალისწინებითაცაა მიღებული კომისიის გადაწყვეტილება კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ), კომისია მას აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის ან სხვა პირისთვის (რომელიც კანონის მიზნებისთვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად), თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს;
კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი არ შეასრულებს საქმის მოკვლევის ფარგლებში მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებებს - კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე (რომელთა გათვალისწინებითაცაა მიღებული კომისიის გადაწყვეტილება კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე), კომისია მას აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.
2.3. უფლებამოსილი ორგანო და ძირითადი მოთხოვნები
კანონის მიხედვით, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევისათვის ჯარიმების დაკისრებაზე უფლებამოსილი ორგანოა კომისია, გარდა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, ეკონომიკური აგენტისათვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე. კანონის 331 მუხლი ითვალისწინებს იმ დამატებით პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, პირი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს ჯარიმისგან (შემდგომში - თანამშრომლობის პროგრამა). აღნიშნული ინსტრუმენტი გამოიყენება მხოლოდ კანონის მე-7 მუხლის დარღვევის შემთხვევაში.
3. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის ზოგადი კრიტერიუმები
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის პროცესში კომისია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის დასაცავად და ითვალისწინებს მხარეთა ინტერესებს. კერძოდ, უზრუნველყოფს, რომ მის მიერ გამოყენებული ჯარიმა იყოს სამართლიანი, პროპორციული და პრევენციული ხასიათის.
სამართლიანი ჯარიმის დაკისრება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ მხედველობაში იქნება მიღებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური ასპექტი. ჯარიმის შეფარდება უნდა მოხდეს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე. კერძოდ, გასათვალისწინებელია, ქმედება განზრახ იქნა ჩადენილი თუ გაუფრთხილებლობით, პირი მოქმედებდა მოგების მიღების მიზნით, თუ საკუთარი საწარმოს რთულ ვითარებაში ჩაგდების თავიდან ასაცილებლად, ან პირველად ჩაიდინა თუ არა მან მსგავსი ქმედება და სხვა.
აუცილებელია, ჯარიმა იყოს პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი არა მხოლოდ სამართალდამრღვევი პირის (სპეციალური პრევენცია), არამედ სხვა პირების მიმართაც (საერთო პრევენცია) და მაქსიმალურად უზრუნველყოს კანონის სამომავლო დარღვევის თავიდან აცილება იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას პირის ეკონომიკურ საქმიანობას.
კანონი ითვალისწინებს სპეციალურ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული კომისიის მიერ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისთვის. კერძოდ, აუცილებელია შეფასდეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე. თავის მხრივ, ჯარიმის განსაზღვრის დამატებითი კრიტერიუმები ასევე მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. კერძოდ, კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლები ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (მაგალითად, ბრალის აღიარება) და დამამძიმებელ გარემოებებს (მაგალითად, ჯგუფურობა). ასევე, მხედველობაში მიიღება მატერიალური სამართლიანობის მოთხოვნიდან გამომდინარე კრიტერიუმები. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად შესაძლებელია, რომ გარდა ხსენებულ მუხლში ჩამოთვლილი შემამსუბუქებელი გარემოებებისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ამასთან, ორგანოს/თანამდებობის პირს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში. შესაბამისად, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის ასპექტები, რომელთაც გავლენა მოახდინეს სამართალდარღვევის სიმძიმესა და დარღვევის ხარისხზე.
4. ერთი და იმავე ქმედებისთვის ჯარიმის ორჯერ დაკისრების აკრძალვა
დაუშვებელია კანონის დარღვევის ერთსა და იმავე ფაქტზე კანონდამრღვევი პირისათვის ჯარიმის ხელახლა დაკისრება, თუ სახეზე არ არის დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებითობა. ამასთან, კომისიის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
თავი II.
ჯარიმის შეფარდების მეთოდოლოგია და საზღვრების დადგენა
5. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის ეტაპები
ჯარიმა თითოეულ კანონდარღვევაზე, ყველა კანონდამრღვევ პირს ეკისრება ინდივიდუალურად და ჯარიმის ოდენობაც თითოეული პირისთვის ცალ-ცალკე განისაზღვრება. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპია ჯარიმის ზოგადი საზღვრების დადგენა (მაქსიმალური ოდენობა). ხოლო მეორე ეტაპია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჯარიმის ინდივიდუალური, პროპორციული ოდენობის განსაზღვრა.
ჯარიმის ზოგადი საზღვრები - კანონის 33-ე მუხლი ადგენს სამართალდამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას და არ ითვალისწინებს ჯარიმის მინიმალურ ზღვარს.
ჯარიმის ინდივიდუალური ოდენობის განსაზღვრა - ჯარიმის შეფარდების მეორე ეტაპია და ითვალისწინებს ჯარიმის ოდენობის ზოგადი საზღვრების ფარგლებში, სამართალდარღვევის ხასიათის პროპორციული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრას ეკონომიკური აგენტისათვის. კერძოდ, უნდა მოხდეს ეკონომიკური აგენტის ქმედების სიმძიმის, ხანგრძლივობის, ზიანის, დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებების შეფასება, რათა დადგინდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის პროპორციული ჯარიმის ოდენობა. ამასთან, ცალკეული შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებებს ჯარიმის ოდენობასთან მიმართებით არ ენიჭება ფიქსირებული პროცენტული მაჩვენებელი.
5.1. ჯარიმის ზოგადი საზღვრების განსაზღვრა
ჯარიმის ზოგადი ოდენობის განსაზღვრისას, კომისია ხელმძღვანელობს შემდეგი პარამეტრებით:
წლიური ბრუნვა - ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის დადგენის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება ეკონომიკური აგენტის სრული წლიური ბრუნვა და არა მის მიერ კანონდარღვევის შედეგად რეალიზებული საქონლის ან მომსახურების ოდენობიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნულ ბრუნვაში შედის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალიც. გარდა იმისა, რომ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს კანონი, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვა საწარმოს ფინანსური და ეკონომიკური პოტენციალის ინდიკატორია. ეს კი, თავის მხრივ, წარმოადგენს განმსაზღვრელ კრიტერიუმს სამართლიანი, პროპორციული და პრევენციული ჯარიმის დაწესებისთვის. თავის მხრივ, წლიური ბრუნვა არის კომპანიის შემოსულობა, ამონაგები - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ან კანონმდებლობით დადგენილი სხვაგვარი წესით აღრიცხული შემოსავლები/შემოსულობები.
შესაბამისი ფინანსური წელი - კანონდამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა გამოითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვიდან, ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი და ჯარიმის გამოთვლა განხორციელდება ეკონომიკური აგენტის რეგისტრაციიდან კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში მიღებული ბრუნვიდან.
ამდენად, კომისია კანონდარღვევებისთვის კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმების მაქსიმალურ პროცენტულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ადგენს ჯარიმის ზოგად, მაქსიმალურ საზღვარს. მაგალითად, კანონის მე-6 მუხლის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა არის ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 5%. შესაბამისად, ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს აღნიშნული თანხის 5%-ს და მიღებული თანხა იქნება ჯარიმის მაქსიმალური ზოგადი ზღვარი - საიდანაც უკვე უნდა დადგინდეს ჯარიმის ინდივიდუალური, პროპორციული ოდენობა. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული სხვა დარღვევების მიმართაც (კანონის მე-6 და მე-7 მუხლები, 111 მუხლის პირველი, მე-11 და მე-12 პუნქტები).
რაც შეეხება პერიოდული სანქციის შეფარდების საკითხს, მაგალითად, როდესაც ადგილი აქვს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით და 25-ე მუხლის მე-15 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევას, რომლის დარღვევისთვისაც კანონით ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა არის კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსურ წელს ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%, კომისია საშუალო დღიური ბრუნვის დასადგენად, ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის მაჩვენებელს გაყოფს 365-ზე და მიღებული თანხის 5%-ს იღებს, როგორც ჯარიმის მაქსიმალურ ზედა ზღვარს, საიდანაც განისაზღვრება ჯარიმის ინდივიდუალური ოდენობა.
თუ ეკონომიკური აგენტი რეგისტრირებულია კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, საშუალო დღიური ბრუნვა გამოითვლება ეკონომიკური აგენტის რეგისტრაციიდან კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული დღეების მიხედვით. მაგალითად, თუ გასულია 200 დღე, პირის მიერ მიღებული შემოსავალი გაიყოფა აღნიშნულ რიცხვზე და ჯარიმის ზოგადი მაქსიმალური ზღვარი დადგინდება ამ თანხის 5%-ით.
5.2. ჯარიმის ინდივიდუალური ოდენობის განსაზღვრა
ჯარიმის ინდივიდუალური ოდენობის შეფარდებისას მოქმედებს შემდეგი ზოგადი პრინციპები:
ა) დაკისრებულ ფულად ჯარიმას უნდა გააჩნდეს პრევენციული მოქმედება. აქედან გამომდინარე, მისი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ეკონომიკური აგენტის ეკონომიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს, საბაზრო ძალაუფლებას. ამასთან, დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ეკონომიკური აგენტის არსებობასა და მის მომავალ საქმიანობას.
ბ) დაკისრებული ჯარიმა უნდა იყოს სამართალდარღვევის შედეგად დამდგარი ზიანისა და ეკონომიკური აგენტის მიერ მიღებული ეკონომიკური სარგებლის პროპორციული, რათა მას გააჩნდეს საკმარისი სადამსჯელო/პრევენციული ეფექტი (ეკონომიკური აგენტისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ, საერთო ჯამში, სარგებლის მომტანი არ უნდა იყოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა).
თითოეული საქმის მოკვლევა ან სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კონკრეტულ ფაქტზე, კონკრეტული სუბიექტის მიმართ. შესაბამისად, აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთობლიობაში შეფასდეს კანონდარღვევის სიმძიმე, ხანგრძლივობა და დარღვევით გამოწვეული ზიანი, ქმედების დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები. ამასთან, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წინასწარ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები.
ა) კანონდარღვევის სიმძიმე და ხანგრძლივობა
კანონდარღვევის სიმძიმე ფასდება იმ ფარგლებში, რა მოცულობითაც მოხდა თავისუფალი, ჯანსაღი კონკურენციის შეზღუდვა. თავის მხრივ, კონკურენციის შეზღუდვის ხარისხი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით:
- კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილე ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მათი საბაზრო ძალაუფლება;
- კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შინაარსობრივი და გეოგრაფიული მასშტაბები (შესაბამისი ბაზრის მთლიანი მოცულობის თუ მისი ნაწილის მომცველი).
- ორგანიზების ხარისხი (მაგ. ზედამხედველობის მექანიზმების არსებობა); - კანონდამრღვევი ეკონომიკური აგენტის როლი და წვლილი დარღვევის განხორციელებაში (მაგ.: ინიციატორი, ორგანიზატორი, რიგითი წევრი, პასიური თანამონაწილე);
- სხვა ეკონომიკური აგენტების კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობის იძულება ან მუქარა (მსგავსი ქმედება იწვევს ჯარიმის ოდენობის გაზრდას);
- დარღვევის სახე - კერძოდ, არის თუ არა დარღვევა კონკურენციის შემზღუდველი მიზნის თუ შედეგის მქონე. მაგალითად, კანონის მე-7 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფასების ფიქსაცია და ბაზრის განაწილება კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე დარღვევებია, რაც მათ მძიმე სახის დარღვევებად აკვალიფიცირებს.
კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ხანგრძლივობის განსაზღვრა გულისხმობს კანონდარღვევის დაწყების და დასრულების პერიოდის იდენტიფიცირებას. ამასთან, ქმედების ხანგრძლივობა კანონდარღვევაში მონაწილე ყველა ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. მაგალითად, თუ ხდება კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ხანგრძლივობის დადგენა ჯარიმის დაკისრების მიზნებისათვის, შეთანხმებაში მონაწილე თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს ეს პერიოდი კონკრეტულად ამ სუბიექტის შეთანხმებაში მონაწილეობის დროის გათვალისწინებით.
ბ) დარღვევით გამოწვეული ზიანი
ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ზიანის ფორმა, შესაძლებლობის შემთხვევაში - სავარაუდო მოცულობა და ფარგლები, რომელიც გამოიწვია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებამ, მისი მოქმედების პერიოდში. კომისია არ არის კონკრეტული სუბიექტისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ზუსტი ოდენობის დადგენაზე უფლებამოსილი ორგანო. ამდენად, კანონდარღვევით გამოწვეული ზიანი არ გამოითვლება ზუსტი რიცხვით, არამედ, უნდა შეფასდეს, რა სახის ზიანი გამოიწვია კონკურენციის დარღვევამ შესაბამის ბაზარზე, რა ფარგლებში და რა მასშტაბით, როგორ აისახა ეს ბაზრის სხვა მონაწილეებზე, ბაზრის სტრუქტურაზე.
თუ კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველმა ქმედებამ გამოიწვია ფასის მატება, დამდგარი ზიანი არის სხვაობა ფაქტობრივად მიღებულ ფასსა და იმ ფიქტიურ (უფრო დაბალ) ფასს შორის, რომელიც იქნებოდა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ასეთ შემთხვევაში საკმარისია სამართლიანი შეფასება, რომელიც ასახავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის მასშტაბებს.
თუ ეკონომიკურ აგენტს კანონის დარღვევის შედეგად თავადაც მიადგა ზიანი (მაგ.: თუ ფასების შეთანხმებამ გამოიწვია ბრუნვის მნიშვნელოვანი კლება, რომელიც საერთო ჯამში გადაწონის ფასების კანონსაწინააღმდეგოდ შეთანხმების შედეგად მიღებულ სარგებელს), შესაძლებელია აღნიშნული განხილულ იქნეს ჯარიმის შემამსუბუქებელ გარემოებად.
გ) პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია შესაძლებლობის ფარგლებში დადგინდეს კანონდამრღვევი ეკონომიკური აგენტი მოქმედებდა განზრახ თუ გაუფრთხილებლობით. ამასთან, ჯარიმის გამოთვლისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
- კანონდამრღვევი პირი მოქმედებდა მხოლოდ მოგების მიღების მიზნით (დამამძიმებელი გარემოება), თუ რთული ეკონომიკური მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად (შემამსუბუქებელი გარემოება);
- კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის აღიარება (შემამსუბუქებელი გარემოება);
- თუ ეკონომიკური აგენტი ვერ აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, პრევენციული თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, აღნიშნული მიჩნეულ იქნეს დამამძიმებელ გარემოებად;
- მოკვლევის პროცესში კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა შეიძლება განხილულ იქნეს შემამსუბუქებელ გარემოებად, მაშინაც კი როდესაც არ არის დაკმაყოფილებული კანონის 331 მუხლით დადგენილი თანამშრომლობის პროგრამის წინაპირობები;
- კანონდამრღვევის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება (შემამსუბუქებელი გარემოება);
- ეკონომიკური აგენტების ქცევა, კერძოდ, თუ პირი ცდილობს მტკიცებულებების მოსპობას ან აქტიური ქმედებებით კომისიისთვის მოკვლევის პროცესში შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლას (დამამძიმებელი გარემოება);
- საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.
დ) კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ეკონომიკური მდგომარეობა
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ეკონომიკური აგენტის ფინანსური შესაძლებლობა. ფულადი ჯარიმის დაკისრება უნდა მოხდეს იმ ოდენობით, რომელსაც ექნება საკმარისი პრევენციული ეფექტი, რათა მომავალში აღარ მოხდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, თუმცა, მეორე მხრივ, ჯარიმის ოდენობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას.
ე) კანონსაწინააღმდეგო ქმედების განმეორებითობა და დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობა
კანონის 33-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდილ ოდენობას ქმედების განმეორებითობისთვის ან დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობისას მე-6 და მე-7 მუხლების დარღვევის შემთხვევაში. ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალდარღვევა ითვლება განმეორებით ჩადენილად, თუ იგი ხელახლა განხორციელდა მისი თავდაპირველი ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში. განმეორებითობის და დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებში ჯარიმის გამოთვლა ხორციელდება ამ დოკუმენტით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.
თავი III.
თანამშრომლობის პროგრამა
თუ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილე პირი მიიღებს მონაწილეობას კანონის 331 მუხლით გათვალისწინებულ თანამშრომლობის პროგრამაში, კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს დასაკისრებელი ჯარიმისგან მისი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება.
პირობები, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც ეკისრება სუბიექტს, მოცემულია კანონის 331 მუხლსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელ წესში“.
კერძოდ, პირმა უნდა აღიაროს შეთანხმებაში მონაწილეობა და მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლოს კომისიასთან. ასევე სავალდებულოა, რომ პირმა შეწყვიტოს კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობა, ან გააგრძელოს იგი მხოლოდ კომისიის თანხმობითა და მის მიერ მითითებული ვადით; არ გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები; არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე; კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება გაუწიოს კომისიას საქმის მოკვლევის პროცესში. ასევე, პროგრამაში მონაწილეობის მიზნებისთვის, პირი არ უნდა იყოს შეთანხმების ორგანიზატორი, ან ისეთი სუბიექტი, რომელმაც სხვებს აიძულა მასში მონაწილეობა.
თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათი შეიძლება იყოს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის. კატეგორიების მინიჭებისთვის განმსაზღვრელია ეკონომიკური აგენტების მიერ კომისიისთვის მიმართვის რიგითობა და მოკვლევისათვის მნიშვნელოვანი ისეთი სახის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც კომისიას არ გააჩნია.
პირველი კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს კომისიაში და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება კომისიისთვის ცნობილი. მეორე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება განაცხადის შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად არ იქნება კომისიისთვის ცნობილი. მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, თუ ის არის რიგით მესამე ან ყოველი შემდეგი და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად არ იქნება კომისიისთვის ცნობილი. პირველი კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 100%-ით; მეორე კატეგორიის შეღავათი - 20%-დან 50%-მდე; ხოლო მესამე კატეგორიის შეღავათი - 20%-მდე.
თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირისთვის ჯარიმის შეფარდება ხორციელდება ორ ეტაპად. თავდაპირველად ჯარიმის ოდენობა გამოითვლება ზოგადი წესით და მოხდება იმ სავარაუდო თანხის იდენტიფიცირება, რომელიც დაეკისრებოდა პირს, რომ არ არსებობდეს თანამშრომლობის პროგრამაში მისი მონაწილეობის ფაქტორი. ხოლო, შემდგომ, პირისთვის მინიჭებული კატეგორიის, კომისიასთან თანამშრომლობის ხარისხის და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ღირებულების გათვალისწინებით, კატეგორიისთვის მინიჭებული შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება მისთვის დასაკისრებელი ჯარიმის თანხა.