წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის შეჩერების მიზნით

სხდომის თარიღი: აპრილი 02, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2026 14:47

ცნობა  №  26-09

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის შეჩერების მიზნით

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, 382 მუხლის მე-2 პუნქტის, 451 მუხლის მე-14 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლების, 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 26 თებერვალი Nგ-26-23/86 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის შეჩერების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 02 აპრილს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები