საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ცნობა № 26-11
საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061, 1065, 118-ე მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 02 აპრილის Nგ-26-23/139 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 21 მაისს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18) ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.
დადგენილების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 8 მაისისა. ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
