წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B183 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: თებერვალი 19, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2026 16:36

ცნობა  №  26-03

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B183 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“  მე–5  მუხლის  მე–8  პუნქტის  შესაბამისად,  ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 15 იანვრის Nგ-26-23/13 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B183 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 19 თებერვალს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები