წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: ივნისი 11, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2026 10:28

ცნობა  №  26-12

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის  382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 07 მაისის Nგ-26-23/210 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 11 ივნისს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18). პროექტთან დაკავშირებით ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები