საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ცნობა № 26-07

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 15 იანვრის Nგ-26-23/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 19 თებერვალს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.