საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ცნობა № 22-12

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 07 ივლისის Nგ-22-23/293 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2022 წლის 11 აგვისტოს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.