საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით
ცნობა № 16-47
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 15 ნოემბრის N748/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 15 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 15 დეკემბრისა.
